„თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი ეხმაურება.
როს უილსონის განცხადებით, აღნიშნული საქმის მიმდინარეობას „შეშფოთებულები“ აკვირდებიან. მისივე თქმით, ასევე აკვირდებიან, როგორ მოგვარდება "თიბისი ბანკის" საქმე.
„სხვა დიპლომატებთან ერთად შეშფოთებით ვაკვირდებით ამ საქმეს, რადგან გარკვეულ გავლენას ახდენს საქართველოზე, როგორც ბიზნესის საკეთებლად კარგ ადგილზე და მის რეპუტაციაზე. არ მინდა კონკრეტულ პირებზე ვისაუბრო, რომლებიც ჩართული არიან ამ საქმეში, მაგრამ ხაზი გავუსვით, რომ მნიშვნელოვანია, როგორ მოგვარდება და როგორ ახსნიან,“ - ამბობს როს უილსონი.