17 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
რუსმა ექსპერტმა ინტელექტუალური რესურსის ქვეყანაში დაბრუნების თვალსაჩინო მაგალითად საქართველო დაასახელა

საქართველო როგორც ინტელექტუალური რესურსის ქვეყანაში დაბრუნების მაგალითი - ატლანტიკურ საბჭოში ანალიტიკოსები დასავლეთის ქვეყნებში მიღებულ განათლებასა და ამ ცოდნის გამოყენებაზე მსჯელობდნენ.

წარმოდგენილი იყო კვლევა პუტინის მმართველობის პერიოდში მოსახლეობის მიერ რუსეთის მასობრივად დატოვების შესახებ. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ხალხის გადინება ქვეყნიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა 2012 წლის შემდეგ, როდესაც პუტინი ხელისუფლების სათავეში კიდევ ერთხელ მოვიდა.

სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ, რაც შეიძლება ბევრმა მოქალაქემ მიიღოს დასავლური განათლება და შემდეგ ეს ცოდნა სამშობლოში გამოიყენოს.

პრეზენტაციაზე რუსმა ექსპერტმა საქართველოს მაგალითი მოიყვანა, როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში ის ხალხი მოიწვიეს, რომელსაც ცოდნა დასავლეთში ჰქონდა მიღებული.

დღის ამბები