ერთი წელი არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან. მის ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიაგეს. მათ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მოკლულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
სასტიკი მკვლელობის შესახებ კომენტარი მამუკა ბახტაძემ გააკეთა. პრემიერმა ოთხოზორია-ტატუნაშვილიის სიის გაფართოებაზე ისაუბრა.
„არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ისევე, როგორც გმირები არიან მისი მშობლები, რომ ასეთი ვაჟკაცი აღუზარდეს საქართველოს. სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულების გამო შევქმენით ტატუნაშვილი- ოთხოზორიას სია და ამ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული პირები, რომელთაც საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი და ეს სია აუცილებლად გაფართოვდება,“- განაცხადა პრემიერმა.