19 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
დავტოვე უმრავლესობა, ფრაქციაც და პარტიაც - ბექა ნაცვლიშვილმა "ოცნება" დატოვა

ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. დეპუტატმა აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარული სხდომის შემდეგ გაახმოვანა.

ბექა ნაცვლიშვილმა კანონპროექტის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, მაშინ ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

დეპუტატის თქმით, ის არავისთან ალიანსში შესვლას არ გეგმავს და დამოუკიდებლად გააგრძელებს საკანონმდებლო უმრავლესობაში მუშაობას.

„ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მე დავტოვე უმრავლესობა, ფრაქციაც და პარტიაც და შესაბამისად, ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას პარლამენტში. ალიანსში არავისთან არ შევდივარ, ამიტომ ვუსვამ ამას ხაზს, დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას. უბრალოდ თუ იქნება ისეთი საკითხები, რომლებსაც მე მხარს ვუჭერ, შესაბამისად, მხარდაჭერა ექნება ჩემგან და მეც თუ ისეთი ინიციატივებს დავაყენებ, რომლის მხარდაჭერას მოიპოვებს, რა თქმა უნდა, აქ არ იქნება გარჩევა იმისა, ვინ რომელი პარტიის და ფრაქციის წარმომადგენელია,“ - ამბობს ნაცვლიშვილი.

დეპუტატის თქმით, მისი ინციატივა სახელმწიფოებრივ ხედვას ეფუძნებოდა, რაც მმართველმა პარტიამ არ გაიზიარა.

„ეს იყო ინდივიდუალიზმსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შორის ინდივიდების მიმართ განსხვავება. უმრავლესობამ დაუჭირა ინდივიდუალიზმს მხარი, მე მქონდა ინიციატივა, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ეფუძნებოდა და ზოგადად, ეფუძნებოდა ერთხელ და სამუდამოდ, ამ საზოგადოების ერად ჩამოყალიბებას,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები