16 ივნისი 2024,   02:22
ვრცლად
მორიგი სისხლიანი დაპირისპირება ვენესუელაში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

მორიგი სისხლიანი დაპირისპირება ვენესუელაში. სამხედროებსა და მოსახლეობას შორის შეტაკებები ამჯერად ვენესუელასა და ბრაზილიის საზღვარზე მოხდა, სადაც ნიკოლას მადურის ბრძანებით, ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაპირისპირებას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.

ვაშინგტონში კი მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ განცხადებას შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი სავარაუდოდ, დღეს ბოგოტაში დაგეგმილ სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე გააკეთებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონში არსებულ კონფლიქტში სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავენ.

დღის ამბები