16 ივნისი 2024,   01:54
ვრცლად
ბანგლადეშელმა სამართალდამცველებმა თვითმფრინავის გატაცების მცდელობა აღკვეთეს

ბანგლადეშელმა სამართალდამცველებმა თვითმფრინავის გატაცების მცდელობა აღკვეთეს. ბორტზე, რომელიც დაკა-დან დუბაის მიმართულებით ასრულებდა რეისს, შეიარაღებულმა მამაკაცმა პილოტების კაბინაში შესვლა სცადა. ის თვითმფრინავის აფეთქებითაც იმუქრებოდა.

პილოტებმა თვითმფრინავი ბანგლადეშის ქალაქ ჩიტა-გონგ-ის აეროპორტში ავარიულად დასვეს, სადაც ასაფრენ ბილიკზე სპეცდანიშნულების რაზმები იყო მობილიზებული.

სამართალდამცველებმა შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს, მიყენებული ჭრილობების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის დროს თვითმფრინავში 142 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ისინი არ დაშავებულან. 

დღის ამბები