16 ივნისი 2024,   04:39
ვრცლად
მოლდოვაში საპარლამენტო არჩვენებზე „სოციალისტური პარტია“ ლიდერობს

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებზე „სოციალისტური პარტია“ ლიდერობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 90%-ის დათვლის შემდეგ, მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირის მომხრე სოციალისტებმა ამომრჩეველთა ხმების 31.7%  მიიღეს.

მეორე ადგილზე - 25 %-ით პროევროპული ბლოკი გავიდა, რომლიც ორ პარტიას აერთიანებს და მოსახლეობას პროდასავლური კურსის გაგრძელებასა და ევროინტეგრაციას ჰპირდება.

მესამე ადგილზე მმართველი „მოლდავეთის დემოკრატიული პარტიაა“ - მას ამომრჩეველთა 24 პროცენტზე მეტი მიემხრო.

წინასწარი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებზე 6-პროცენტიანი ბარიერი სულ ოთხმა პარტიამ გადალახა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა ვერ შეძლო. 

დღის ამბები