16 ივნისი 2024,   01:06
ვრცლად
ოსკარის 91-ე დაჯილდოვების ცერემონია - კინო პრემიის ფავორიტი ფილმი "მწვანე წიგნი" გახდა

ოსკარების 91-ე დაჯილდოვების გრანდიოზული ცერემონია დასრულდა. ყველაზე პრესტიჟული კინო პრემიის ფავორიტი პიტერ ფარელის ფილმი "მწვანე წიგნი" გახდა. ოსკარის ქანდაკება მას საუკეთესო ფილმისთვის, ასევე საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ერგო.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ტიტულის მფლობელი რემი მალეკი გახდა "ბოჰემურ რაფსოდიაში" შესრულებული როლისთვის. საუკეთესო მსახიობ ქალად კი, კინოაკადემიამ ოლივია კოულმანი დაასახელა, ფილმისთვის "ფავორიტი".

2019 წლის საუკეთესო რეჟისორი ალფონსო კუარონია. მის ფილმს "რომა" პრესტიჟული ჯილდო ასევე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში გადაეცა.

წლის საუკეთესო მეორეხარისხოვან როლის შემსრულებლები რეჯინა კინგი და მაჰერ-შალა ალი არიან.

საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის ოქროს ქანდაკება ლედი გაგამ დაიმსახურა. თავისი პირველი ოსკარის მიღებისას პოპვარსკვლავმა ცრემლებიც ვერ შეიკავა.

დოლბის თეატრში ცერემონია ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ოსკარის ისტორიაში კი მეორედ წამყვანის გარეშე წარიმართა.

დღის ამბები