18 მაისი 2024,   23:12
ვრცლად
ისინი მიდიან კობახიძის ოპოზიციაში და არა ივანიშვილის - რომან გოცირიძე "ოცნებაში" არსებულ განხეთქილებაზე

„ისინი მიდიან კობახიძის ოპოზიციაში და არა ივანიშვილის,“ - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე „ოცნებიდან“ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების წასვლას.

გოცირიძე მმართველ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების საუბრისას ამბობს, რომ ბესელია თანამოაზრეებთან ერთად რეალურად მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს და რამდენიმე დეპუტატს დაუპირისპირდა.

გოცირიძის შეფასებით, „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ივანიშვილს არ გამოეყოფიან და კვლავ მისი ინტერესების გამტარებლები იქნებიან.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშალა არითმეტიკულად, მაგრამ არ დაშლილა ივანიშვილისთვის. ეს ხალხი მიდის გუნდის ერთი ნაწილის ოპოზიციაში, მაგრამ ისინი რჩებიან ივანიშვილის ერთგულად. ივანიშვილი კვლავ აკონტროლებს პარლამენტს და ნებისმიერ დროს, როცა დასჭირდება ეს ხალხი ჩადგებიან მის ერთგულ სამსახურში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა 4-მა დეპუტატმა დატოვა - ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. წასვლას აანონსებენ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაურიც.

ისინი წასვლის მიზეზად სხვადასხვა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებენ.

დაპირისპირების მიზეზი გახდა ასევე ბესელიას ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას მოითხოვდა. ბექა ნაცვლიშვილმა კი უმრავლესობა საპენსიო რეფორმის ჩავარდნის გამო პარასკევს დატოვა.

დღის ამბები