16 ივნისი 2024,   01:27
ვრცლად
ვიეტნამში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მასპინძლობისთვის ემზადებიან

ვიეტნამში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მასპინძლობისთვის ემზადებიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჰანოიში დღეს საღამოს გაემგზავრება, ჩრდილო კორეის ლიდერი კი, უკვე ჩინეთ-ვიეტნამის საზღვარზე იმყოფება.

ჰანოის მსგავსად, უსაფრთხოებაა გაძლიერებული რკინიგზის იმ სადგურზეც, სადაც კიმ ჩენ ინის მატარებელს ელიან. დონალდ ტრამპისა და მისი ჩრდილო კორეელი კოლეგის რიგით მეორე სამიტი ვიეტნამის დედაქალაქში 27-28 თებერვალსაა დაგეგმილი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასებით, ოფიციალურ ფხენიანს ბირთვულ იარაღზე უარის თქმის შემთხვევაში, ეკონომიკური თვალსაზრისით  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა შეუძლია გახდეს.

დღის ამბები