17 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
„ეს დაწინაურება პარტნიორებს აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკაში"- Fitch-ის რეიტიგებს მინისტრები ეხმაურებიან

საერთაშორისო ორგანიზაცია Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა. რეიტინგი 2B-მინუსიდან 2B-სტაბილურამდე გაიზარდა. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, Fitch-მა შეაფასა ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

„იქნა შეფასებული მათშორის ის ინფრასტრუქტურული  პროექტები, რომელიც ხორციელდება საქართველოში  და როგორც იცით ბოლო წლების განმავლობაში ისეთი პროექტები არის დაწყებული ჩვენს ქვეყანაში  რომელიც ძალიან  მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ეკონომიკის განვითარებისთვის.  ეს სათანადოდ იქნა დანახული და შეფასებული ამ სარეიტინგო სააგენტოს მიერ,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Fitch-ის რეიტინგს ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრიც. დავით ზალკალიანის განცხადებით რეიტინგში დაწინაურება საერთაშორისო პარტნიორებისთვის ერთგვარი მაჩვენებელია, რომ საქართველო არის თანმიმდევრული მის სამშვიდობო პოლიტიკაში.

„ეს დაწინაურება საერთაშორისო რეიტინგში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენებს, რომ საქართველო არის თანმიმდევრული მის სამშვიდობო პოლიტიკაში. იმ პროცესებში რომელიც  მიმართულია ქვეყნის ევროკავშირის და ნატოში ინტეგრაციისკენ, რომ ეს   პროცესები არის შეუქცევადი. რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა არის ერთადერთი და უალტერნატივო,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები