17 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
უმრავლესობის რღვევა და კონსულტაციები შუშის სასახლეში - ივანიშვილი გუნდის შენარჩუნებას ინდივიდუალური შეხვედრებით ცდილობს

კონსულტაციები შუშის სასახლეში - ბიძინა ივანიშვილმა დღეს პარტიის იდეოლოგიური და პოლიტიკური ლიდერები საკუთარ რეზიდენციაში დაიბარა. რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა შეხვედრის მონაწილეებს განმარტებები მედიასთან არ გაუკეთებიათ. შუშის სასახლეში იმყოფებოდნენ ლაშა ნაცვლიშვილი, არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის რამდენიმე წევრი.

შეხვედრა ყველა მათგანმა უკომენტაროდ დატოვა. თუმცა ფაქტია, რომ რთული პოლიტიკური ამოცანის გადაჭრას, რასაც უმრავლესობის რღვევის პროცესის დაწყება ჰქვია ბიძინა ივანიშვილი ინდივიდუალური შეხვედრებით ცდილობს. ის დღეს დილით გია ჟორჟოლიანსაც შეხვდა. მოგვიანებით სოციალისტების ლიდერმა არ დამალა, რომ უმრავლესობის დატოვებას ისიც განიხილავს. მმართველი გუნდის რიგებიდან გამოსვლას არც მირიან წიკლაური გამორიცხავს.

კურიერის წყაროს ინფორმაციით საკმაოდ მწვავე იყო ზაზა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილთან პარასკევს გამართულ შეხვედრაზე. პაპუაშვილმა პარტიის ლიდერს უთხრა, რომ ე.წ. ძველების გარიცხვაზე საუბარი ზედმეტი იყო. კამერის წინ პარასკევის შეხვედრის დეტალებზე საუბარს ყველა ერიდება.

უმრავლესობა 4-მა დეპუტატმა უკვე დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები