შეკვეთილში, სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა. ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. ვიდეოში ნათქვამი იყო, რომ დელფინი სავარაუდოდ ტყვიით იყო მოკლული.
ოზურგეთის დასუფთავების სამსახური ამ ინფორმაციას უარყოფს. სამსახურის უფროსი პირად საუბარში განმარტავს, რომ მკვდარი დელფინების გამორიყვა სანაპიროზე პერიოდულად ხდება. მისი თქმით, ისინი სავარაუდოდ, თევზსაჭერი სეინერების ბადეებში ხვდებიან და კვდებიან.