17 მაისი 2024,   13:59
ვრცლად
"მძიმე კითხვებზე პასუხს თავი აარიდა" - ექსპერტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე საუბრობენ ​

„თიბისი“ ბანკის სკანდალური საქმე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უარი კანონმდებლებს - საპარლამენტო ფორმატში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო კობა გვენეტაძეს ექსპერტები მწვავედ აკრიტიკებენ. ეკონომისტები და ფინანსისტები თანხმდებიან, რომ მთავარი პასუხისმგებლობა „თიბისი“-ს ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით სწორედ ეროვნულ ბანკის ხელმძღვანელს აქვს, ის კი კითხვებს გაექცა.

ექსპერტებისთვის გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ კობა გვენეტაძემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

„მძიმე კითხვებზე პასუხს თავი აარიდა, ეს ერთი. მეორე უფრო რეალისტური შეიძლება იყოს ის, რომ ის ელოდება ჯერ რას ისაუბრებს მამუკა ხაზარაძე, რომელიც აპირებს მისვლას კომიტეტზე და ამის შემდეგ უკვე გადააწყობს თავის მესიჯბოქსს და მესამე მიზეზი არის ის, რომ ამ ეტაპისთვის მას პასუხები არ აქვს იმ კითხვებზე, რაც შეიძლება დაისვას,“-აცხადებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.

„თიბისი“ არ არის ერთადერთი საკითხი, რის შესახებაც ეროვნულმა ბანკმა კითხვები აირიდა. უკვე ცნობილია, რომ ბანკის წარმომადგენლები კიდევ ერთი უმწვავესი საკითხის შესახებ დაგეგმილ განხილვაშიც არ მიიღებენ მონაწილეობას. ბანკიდან პარლამენტში უკვე გაიგზავნა თხოვნა, გადაიდოს სესხებზე დაწესებული რეგულაციების შესახებ მსჯელობა.

დღის ამბები