22 ივნისი 2024,   00:25
ვრცლად
უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები - ვიეტნამის დედაქალაქში კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის სამზადისი მიმდინარეობს 

უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები - ვიეტნამის დედაქალაქში კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი უკვე დედაქალაქ ჰანოიში იმყოფება. მისი დაჯავშნული მატარებელი ქვეყნის ერთ-ერთ პროვინციაში გაჩერდა, რის შემდეგაც კიმ ჩენ ინი ასევე დაჯავშნული ავტომობილით დედაქალაქში გაემგზავრა.

დღესვე, ჰანოიში ელოდებიან შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც. ბორტი ნომერი ერთი ვაშინგტონიდან უკვე გამოფრინდა. ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის გამართული პირველი სამიტიდან 8 თვის შემდეგ, მოლაპარაკებების მთავარი თემა კვლავ კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღება იქნება. მოლაპარაკებები 27-28 თებერვალს გაიმართება. 

დღის ამბები