17 ნოემბერი 2024,   12:03
ვრცლად
TBC ბანკის საქმე და გვენეტაძის უარი პარლამენტს - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ეხმაურება

TBC ბანკის სკანდალური საქმე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უარი პარლამენტს. კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებას, არ მივიდეს საკანონმდებლო ორგანოში, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ეხმაურება. 

ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკის ხელმძღვანელმა, საკუთარ განცხადებაში არ მისვლის მიზეზები დეტალურად განმარტა. მისი განცხადებით, კონკრეტული პასუხი იყო, რომ ყოველ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი შეფასებას პარლამენტთან ვერ გააკეთებს. 

რაც შეეხება არსებულ ვითარებას,  ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, TBC ბანკის დამფუძნებლებთან, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, ის კი გამოძიების შედეგებს ელოდება. 

ძნელაძე TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წასვლის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. 

"დღეის მდგომარეობით ჩანს, რომ ეს ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რამაც შეიძლება არსებულ მდგომარეობას ზიანი ყველაზე ნაკლებად მიაყენოს,"-აცხადებს ძნელაძე.

დღეს, პარლამენტში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც ელოდებოდნენ, თუმცა კობა გვენეტაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მისვლაზე უარი თქვა. ქვეყნის მთავარმა საფინანსო უწყების ხელმძღვანელმა გუშინ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრაში.

დღის ამბები