22 ივნისი 2024,   00:39
ვრცლად
ავსტრალიაში კარდინალი სექსუალური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს

ავსტრალიაში კარდინალი სექსუალური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს. საუბარია ვატიკანის მეხაზინეზე - 77 წლის ჯორჯ პელზე, რომელსაც 2 არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურება ედებოდა ბრალად.

საქმის მასალების თანახმად, დანაშაული კარდინალმა 1996 წელს ჩაიდინა, როდესაც მელბურნის ტაძარში არქიეპისკოპოსად მსახურობდა.

სასამართლომ ერთ-ერთი მსხერპლის ჩვენება მოისმინა, მეორე დაზარალებული უკვე გარდაცვლილია.

როგორც ირკვევა, მელბურნის სასამართლომ ჯორჯ პელი დამნაშავედ ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში სცნო, თუმცა, ინფორმაცია, იურიდიული მიზეზების გამო, გასაიდუმლოებული იყო.

ჯორჯ პელი პირველი მაღალი რანგის კათოლიკე იერარქი გახდა, რომელიც მსგავსი დანაშაულისთვის გაასამართლეს.

პელის ადვოკატები ვერდიქტს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

დღის ამბები