17 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
"არ ვაპირებთ ამ ეტაპზე გასაჯაროებას" - პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საპატრიარქოს მოწოდებას პასუხობენ

გენერალური პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროებას არ აპირებს.

ამის შესახებ კურიერს უწყების პრესამსახურში განუცხადეს. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ ამ ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

"არ ვაპირებთ ამ ეტაპზე გასაჯაროებას," - აცხადებენ პროკურატურაში. 

საგამოძიებო უწყებას საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანდრია ჯაღმაიძემ, საგანგებო ბრიფინგზე პროკურატურას მოუწოდა, გაასაჯაროოს საქმის მასალები, რომლებიც ამ დრომდე გრიფით საიდუმლო ინახება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები