22 ივნისი 2024,   00:17
ვრცლად
სამაშველო ოპერაცია ინდონეზიაში - მაღაროს ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ინდონეზიაში, სადაც მაღაროს ჩამონგრევის შედეგად მიწის ქვეშ სულ მცირე 60 ადამიანი აღმოჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 3 ადამიანი.

მაშველები მაღაროში ჩარჩენილი პირების გადარჩენას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ოქროს მაღაროში სამუშაოების უკანონოდ მიმდინარეობდა და არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები.​

დღის ამბები