22 ივნისი 2024,   00:18
ვრცლად
ოფიციალური ვაშინგტონი ნიკოლას მადუროს რეჟიმზე ზეწოლას აძლიერებს

ოფიციალური ვაშინგტონი ნიკოლას მადუროს რეჟიმზე ზეწოლას აძლიერებს. მას შემდეგ, რაც ვენესუელაში გაგზავნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება არ შეუშვეს, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონში შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებასაც არ გამორიცხავენ. 

შეერთებულ შტატებში იმედი აქვთ, რომ ვენესუელის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, მათ შორის ადმინისტრაციის მიერ გუშინ დამატებული ახალი მექანიზმები ეფექტური ექნება.

„შეერთებული შტატები ევროპასთან და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ერთად მონაწილეობს კამპანიაში, რომ მოახდინოს ნიკოლას მადუროზე ზეწოლა და მან თანამდებობა დატოვოს, რომ ქვეყნის ახალმა ლეგიტიმურმა მმართველობამ მუშაობა შეძლოს. ეს ადვილი პროცესი არ იქნება. მე არ ვიჩქარებდი და არ ვიქნებოდი მოუთმენელი. ზეწოლა იმუშავებს, თუმცა არა ისე სწრაფად, როგორც ეს ჩვენ გვინდა,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორმა, დენიელ ფრიდმა.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის დირექტორმა, ანდრეა გაკიმ მადუროს ადმინისტრაციის წინააღმდეგ გუშინ დაწესებულ ახალ სანქციებზეც ისაუბრა.

„სანქციები ერთი ინსტრუმენტია, თუმცა ჩვენ მას ახლა რაც შეგვიძლია სწრაფად და მოხერხებულად ვიყენებთ იმისთვის რომ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მადუროს რეჟიმი წავა,“ - განაცხადა ანდრეა გაკიმ.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ფულის გათეთრების და აქტივების დაბრუნების სექციის ყოფილი ხელმძღვანელი, ქლაიბორნ პორტერი არ გამორიცხავს, რომ  შეერთებული შტატების მთავრობა ვენესუელაში თავისუფალი რეჟიმისა და მთავრობის ერთგული რჩება. 

 

 

 

დღის ამბები