22 ივნისი 2024,   00:08
ვრცლად
აშშ-ს კონგრესმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაბლოკა

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საგანგებო მდგომარეობის შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაბლოკა. დადგენილების გაუქმებას მხარი პალატის 245-მა წევრმა დაუჭირა.

ახლა რეზოლუციას კენჭი სენატში უნდა უყარონ, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, თუმცა ცნობილია, რომ ტრამპის თანაპარტიელების ნაწილი დემოკრატების სასარგებლოდ აპირებს ხმის მიცემას. პ

რეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კონგრესმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის მოთხოვნილი თანხის გამოყოფაზე უარი თქვა. დონალდ ტრამპი კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებს.

დღის ამბები