სამართლებრივად ეს არის სასაცილო და ღიმილის მომგვრელი - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ადვოკატების საპროტესტო კამპანიას „აიცილე ლევან მურუსიძე“. როგორც ცნობილია, იურისტები უნდობლობას უცხადებენ საეჭვო რეპუტაციის მქონე მოსამართლეებს და მათ წინააღმდეგ კამპანიას იწყებენ.
გიორგი მიქაუტაძე კი მიიჩნევს, რომ ადვოკატების წამოწყება სასაცილოა და მათ საპროცესო კოდექსის წაკითხვას ურჩევს.
საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კონკრეტულ საფუძვლებს რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მოსამართლის აცილება. სასაცილო არის, ეს არის ღიმილის მომგვრელი ყველა იურისტისთვის თუ კი ვინმეს ერთხელ მაინც წაუკითხავს საპროცესო კოდექსი. საბედნიეროდ საქმე გვაქვს ძალიან მცირერიცხოვან ჯგუფთან ადვოკატების და საბედნიეროდ ადვოკატების უმრავლესობა ამ აზრს არ ეთანხმება და არ იზიარებს,“-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.