16 ივნისი 2024,   05:34
ვრცლად
"არ მივიღებ ბრალდებებს იმ ქვეყნისგან, რომლესაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები"-აშშ-ს წარმომადგენლის პასუხი რუსეთს

შეერთებული შტატები რუსეთის ბრალდებებს ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით არ იღებს. შესაბამისი განცხადება ვენესუელას კრიზისის შესახებ გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. ელიოტ აბრაამსის განცხადებით, ასეთი ბრალდება მიუღებელია იმ ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. აბრაამსმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინის საკითხზეც ისაუბრა.

„მე არ მივიღებ ამ ბრალდებებს. სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით ბრალდებები თავიდან ბოლომდე მიუღებელია იმ ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიები სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში, ასევე ყირიმში. ჩვენ არ მივიღებთ მსგავს ბრალდებებს არსებულ ვითარებაში. ისინი სრულიად მიუღებელია და მე განცვიფრებული ვარ, რომ მათ ამ საბჭოზე ვისმენთ,“-განაცხადა აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ვენესუელაში ელიოტ აბრამსმა.  

დღის ამბები