28 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
„პანსიონატი არ არის, რომ ერთი ჯგუფი გავიდეს და ახლა ახლები მოდიან და იკავებენ ნომრებს, ასე არ არის" - ქანთარია თალაკვაძეს პასუხობს

„პანსიონატი არ არის, რომ ერთი ჯგუფი გავიდეს და ახლა ახლები მოდიან და იკავებენ ნომრებს, ასე ნამდვილად არ არის,“- ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ნუკრი ქანთარია ახალ სახეებთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძის განცხადებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, მმართველი გუნდი აპირებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულები ახალი სახეებით ჩაანაცვლოს. არჩილ თალაკვაძის კომენტარს მისივე თანაგუნდელების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადების განმარტება სცადა.

„რა იგულისხმა? ალბათ, იგულისხმა, რომ პარტიას სჭირდება მუდმივად სჭირდება შევსება ახალი სახეებით. ახალი სახეები იქვე უნდა დაიბადოს და არა მზამზარეულად. ეს ვნახეთ უკვე, მზამზარეულად მოყვანილი ხალხი როგორც მოდის, ისე მიდის,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

პირველი პოლიტიკური დუელი „ქართული ოცნების“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გაიმართება. ცნობილი ხდება, რომ კანდიდატურის დაყენებას მთაწმინდაზე მმართველი გუნდი და გუნდიდან დემარშით წასულებიც გეგმავენ.

წასულების ადგილის შევსებას მმართველი გუნდის ლიდერები ახალი სახეებით ცდილობენ. არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას მისივე თანაგუნდელების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მთაწმინდის არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გენერალური რეპეტიცია იქნება. 

დღის ამბები