This is a modal window.
ორდღიანი მწვავე კონფლიქტის შემდეგ, პაკისტანი ინდოეთს სამხედრო ტყვეს გადასცემს. საჰაერო ძალების პილოტს ქაშმირის რეგიონში საზღვარზე მიიყვანენ და ინდოელ სამხედროებს გადასცემენ.
საჰაერო ძალების მეთაური აბჰინანდანი ისლამაბადის ტყვეობაში 2 დღით აღმოჩნდა. პაკისტანელმა სამხედროებმა კონფლიქტურ რეგიონში ინდოეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ისლამაბადი ამტკიცებს, რომ ინდოეთის ავიაციამ საჰაერო სივრცე დაარღვია და სასაზღვრო სოფლები დაბომბა, რასაც 4 ადგილობრივი ემსხვერპლა.
კონფლიქტის ესკალაციის აღსაკვეთად ვაშინგტონი, ევროკავშირი და ჩინეთი ინდოეთსა და პაკისტანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ.