სამედიცინო მომსახურება გარდაცვლილ ადამიანებზე - პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ექსპერტი სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
სერგო ჩიხლაძის თქმით, ჯანდაცვის სფეროში ხარვეზებია, რომლებსაც აუდიტის დასკვნა და რეესტრის მონაცემები ადასტურებენ. ჩიხლაძე ამბობს, რომ ბათუმში გარდაცვლილი ადამიანებისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდების ფაქტები გამოვლინდა.
ექსპერტი აუდიტის სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„დღესდღეობით უკვე იმდენად უკონტროლო გახდა სიტუაცია, რომ სამწუხაროდ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამედიცინო სერვისების ხდება მიცვალებულებისთვის და ამას ადასტურებს სახელმწიფო აუდიტის ჩატარებული დასკვნა, ასევე, რეესტრიდან ამოღებული მონაცემები. ფიქსირდებოდა სამედიცინო სერვისების მიწოდება, ფსიქოლოგიური სერვისების მიწოდება, წამლების მიწოდება ადამიანებისთვის, რომლებიც ამ მომენტისთვის, როდესაც ეს ფიქსირდებოდა, უკვე კარგა ხნის გარდაცვლილები იყვნენ,“- აცხადებს ჩიხლაძე.