17 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ცხენის ხორცი საბავშვო ბაღებში - სასამართლომ კომპანია“ელენიკოს“ დირექტორს პატიმრობა შეუფარდა

კომპანიის დირექტორს, რომელიც საბავშვო ბაღებს ცხენის ხორცით ამარაგებდა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის სასამართლოს პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კომპანია "ელენიკოს" დირექტორის ადვოკატი  20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ნუგზარ მარკოიძის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გამოძიება მარკოიძეს მომხმარებლის მოტყუებას, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავება.

დღის ამბები