19 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
პირდაპირ წერია ამ დასკვნაში, რომ არჩევნები ივანიშვილმა იყიდა - ბურჯანაძე ეუთო-ს დასკვნას აფასებს

„პირდაპირ წერია ამ დასკვნაში, რომ არჩევნები ივანიშვილმა იყიდა,“ - ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ ეუთო-ს ანგარიშის შეფასებისას გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე ეუთო-ს მწვავე დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი კრიტიკული დასკვნა საქართველოს ამ დრომდე არ მიუღია.

„მე ასეთი დასკვნა საერთოდ არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში, სადაც პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი ქმედებები არის დასჯადი როგორც საარჩევნო კანონმდებლობით, ასევე სისხლის სამართლის კოდექსით. პირდაპირ წერია ამ დასკვნაში, რომ არჩევნები ივანიშვილმა იყიდა,“ - ამბობს ბურჯანაძე.

ეუთო-ს დოკუმენტის შინაარსი უმწვავესია. ასეთი რადიკალურად ნეგატიური შეფასება ყველაზე გავლენიან სადამკვირვებლო მისიას საქართველოს არჩევნებზე ბოლო 20 წელია, არ დაუდია.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ კიდევ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

ეუთო-ს დამკვირვებლები წერენ, რომ უბნებზე მობილიზებული მმართველი პარტიის კოორდინატორების გამო ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამომრჩეველი ვერ ახერხებდა ხმის მიცემას ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე.

ამავე თემაზე
დღის ამბები