საქალაქო სასამართლოში კორუფციის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმის განხილვაზე პირველი მოწმე დაიკითხა.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა დაადასტურა, რომ საქმეში არსებული მთავარი აუდიოჩანაწერი ავთენტურია და მასში არ არის დაფიქსირებული მონტაჟის კვალი.
შემდეგ პროცესზე, რომელიც 5 მარტს არის ჩანიშნული, აღნიშნული აუდიოჩანაწერის შინაარსობრივი განხილვა იგეგმება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძეს განმარტებით, აუდიოჩანაწერი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, არ შეიცავს არცერთი ზემოთ ხსენებული დაკავებული პირების მამხილებელ ინფორმაციას.