19 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
დაუჭერს თუ არა მხარს კვაჭანტირაძე, კობახიძის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს, დეპუტატი არ აკონკრეტებს

აპირებს თუ არა ზვიად კვაჭანტირაძე, მხარი დაუჭიროს ირაკლი კობახიძის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს მხარი, დეპუტატი ჯერ არ აკონკრეტებს. მმართველი გუნდიდან წასვლის შემდეგ, მან პირველი კომენტარი „კურიერთან“ გააკეთა.

კვაჭანტირაძის თქმით, მთავარი წყალგამყოფი და წითელი ხაზი მოსამართლეების 10-კაციანი სია იყო, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ გუნდში სერიოზული პრობლემები მანამდეც იყო.

კვაჭანტირაძე აქტიური პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას გეგმავს. ის, სავარაუდოდ, ეკა ბესელიას გუნდში იქნება. ზვიად კვაჭანტირაძე ამ წუთებში ეკა ბესელიას ხვდება.

„მე პრეტენზიები რაც მაქვს, ამაზე უფრო ვრცლად გავაკეთებ განცხადებებს. პიროვნულ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება არ მინდა,“ - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები