17 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
წინასაახალწლო კორუფციის სავარაუდო ნიშნები უმსხვილეს ქალაქებში და უტენდერო შესყიდვები - TI-იმ კვლევა გამოაქვეყნა

საახალწლო განათებები, დეკორაცია და ღონისძიებები კახა კალაძეს 4 მილიონი ლარი დაუჯდა. ამ თანხიდან 1 900 000 ლარი თბილისის მერიამ საბიუჯეტო თანხებიდან უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვის წესით გასცა. იყო თუ არა კორუფციის რისკები ამ გარიგებაში, ამ თემაზე კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ჩაატარა. გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია სამთავრობო უწყებას სთხოვს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, უარი თქვან უტენდერო შესყიდვებზე.

საბიუჯეტო თანხებისა და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს 5 დიდი ქალაქის საახალწლო დანახარჯი შეისწავლა. ჯამში თბილისში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში საახალწლო ღონისძიებებსა და დეკორაციებში 6 მილიონნახევარი ლარი დაიხარჯა. 5-ივე ქალაქმა ფული უმეტესად ტენდერის გარეშე დახარჯა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ გარიგებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ დიდ ფული იშოვა.

თბილისის ვიცე-მერი ამბობს, რომ უტენდეროდ დახარჯული თანხის დიდი ნაწილი მომღერლების ჰონორარი იყო.

ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან საახალწლო ღონისძიებებზე 229 485 ლარი დაიხარჯა აქედან პირდაპირი შესყიდვით 156 610 ლარი ერთ-ერთმა კომპანიამ მიიღო. ქუთაისის მერიაში ამ გადაუდებელ აუცილებლობას ოქტომბრის თვეში გამოცხადებული ტენდერის ჩაშლით ხსნიან.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის საფუძველზე უნდა სამართალდამცველებმა მოკვლევა უნდა დაიწყონ.

 

 

 

დღის ამბები