19 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
საქართველო რუსული „ინტერ რაოსგან“ ელექტროენერგიას ყიდულობს, რომლითაც აფხაზეთში რუსული ბაზებიც განათდება

საქართველო რუსულ ბაზებს გაანათებს და თანაც დენის ფულს რუსეთს გადაუხდის. ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების იმ გეგმის ნაწილია, რომლითაც აფხაზეთი ელექტროენერგიით უნდა მომარაგდეს.

რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზების გასანათებლად საქართველოს ხელისუფლება ფულს საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფს. ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, მთავრობა რუსული კომპანია „ინტერ რაოსგან“ 45 მილიონ კილოვატ-საათ ელექტრო ენერგიას შეიძენს.

ოპოზიციას მოთხოვს ენერგეტიკის სამინისტრომ გაასაჯაროვოს ხელშეკრულება, რომელიც რუსულ კომპანია „ინტერ რაოსთან“ გაფორმდა.

არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ელექტრონერგიით რომელის შესყიდვასაც საქართველოს მთავრობა აფინანსებს, რუსული სამხედრო ბაზები და რუსი ჯარისკაცები საცხოვრებელები განათდება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის სასარგებლო საქართველოს მოქალაქეების ფულით ბიძინა ივანიშვილის გუნდი ატარებს.

მთავარ კითხვებს - ვინ გააკონტროლებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ფულით ნაყიდი დენს აფხაზეთში მხოლოდ რიგითი მოქალაქეები მოიხმარებენ და ეს დენი რუსულ სამხედრო ბაზარებს არ მოხმარდება, დღეს ეკონომიკის მინიტრი გაექცა. გიორგი ქობულია რუსეთთან ხელშეკრულების გააფორმებაზე პასუხისმგებელი პირია.

უმრავლესობის ნაწილი კი ოპოზიცის მსგავსად შეთანხმების შესახებს პარლამენტის ინფორმირებულობის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა მათი აზრით, რუსულ ბაზებზე არ უნდა გაკეთდეს აქცენტი.

ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბოლო პერიოდში აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა და ზამთრის პერიოდში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებული რეგიონისთვის დენს ყიდულობს. თუმცა, რამ გაზარდა მოთხოვნა ენერგიაზე და უკავშირდება თუ არა რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობას, ამ თემაზე გიორგი ქობულიას უწყებაში არ საუბრობენ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები