17 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
საქართველოს უძველესი რუკები, რომელიც კერძო კოლექციაში ინახება - იურისტ სულხან სალაძეს 10-ზე მეტი ისტორიული დოკუმენტი აქვს  

საქართველოს უძველესი რუკები, რომელიც კერძო კოლექციაში ინახება - საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს 10-ზე მეტი ისტორიული დოკუმენტი აქვს, მათ შორის ვახუშტი ბატონიშვილის რუკის ფრანგული ვერსია და "კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა," რომელიც სულხან-საბა ორბელიანის მოხსნების მიხედვით შეიქმნა.

ვენეციაში 1775 წელს გამოცემული ისტორიული დოკუმენტი ვახუშტი ბატონიშვილის რუკის მიხედვითაა დამზადებული. იქ დეტალურადაა აღწერილი საქართველოს მხარეები, ქალაქები და რაც მთავარია დაბეჭდილია ქართული სახელწოდებებით.

საქართველოს ისტორიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი 1723 წლით თარიღდება. მისი შექმნის და გავრცელების ადგილიც საფრანგეთია. რუკის შექმნაში, ყველაზე დიდი წვლილი სულხან საბამ შეიტანა. ეს ორი რუკა სულხან სალაძის კერძო კოლექციის საგანძურია.

სალაძის კოლექციაში ყველაზე ძველი 1565 წლით დათარიღებული პტოლემაიუსის რუკის ნაწილია, რომელიც კავკასიასაც ეხება. "საქართველოს იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ყველა მნიშვნელოვან საბუთს ერთ წიგნში გააერთიანებს, რომლის პრეზენტაციაზეც რუკების კოლექციას პირველად გამოფენს.

დღის ამბები