წმ. სინოდის წევრების ნაწილმა საპატრიარქოს წერილზე არაფერი იციან. საუბარია წერილზე, რომელიც საპატრიარქომ გაგზავნა უზენაეს სასამართლოში და რომლითაც ის ე.წ ციანიდის საქმეზე გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნას ითხოვს.
რაც შეეხება წმ. სინოდის წევრების შეფასებებს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი მედიას მოუწოდებს, რაც შეიძლება ნაკლები ისაუბროს ამ საკითხზე.
„მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ თემაზე რაც უფრო ხანგრძლივდება საუბარი, მით უფრო საზოგადოება შედის გაურკვევლობაში და მე ვურჩევდი ჩვენს მასმედიას და მის წარმომადგენლებს, რომ ნუ დააბნევენ საზოგადოებას,“-განაცხადა მეუფე დანიელმა.