დავა არარსებული სამეფო ტახტისთვის სასამართლოში ინაცვლებს - ბაგრატიონთა დინასტიის დედოფალი მეფეს უჩივის და ორდენებით ვაჭრობაში ბრალს სდებს, მეფე კი დედოფლის, ყოფილი მეუღლის, სამეფო წარმომავლობას ეჭვქვეშ აყენებს და დნმ-ის კვლევას ითხოვს.
ვის ეკუთვნის სამეფო ტახტი? - ამ საკითხზე ისტორიკოსთა აზრიც იყოფა. ისტორიკოსთა ნაწილი მოხრეა ბაგრატიონ-გრუზინსკების შტოს წარმომადგენლებმა დნმ-ის ტექსტი ჩაიტარონ და ამით მუდმივ დავას წერტილი დაუსვან.
ისტორიკოსთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, სამეფო ტახტის ერთადერთი და ნამდვილი მემკვიდრე ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკია.
„ეს დოკუმენტი ამბობს იმას, რომ როდესაც გაჩნდა ბატონი ნუგზარის მამა, ის მაშინვე არ იქნა აღიარებული მამის პეტრე ალექსანდრეს ძის მიერ, ხოლო ეს ბატონი ტახტის მემკვიდრე პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი გარდაიცვალა 1922 წლის 4 თებერვალს, გავიდა კიდევ ოთხი თვე და ორი წლის ბავშვი ჩაწერეს გარდაცვლილის შვილად და მამა აღნიშნეს დოკუმენტში ცოცხლად,“-ამბობს, ისტორიკოსი მანანა ხომერიკი.
დაწყებული სასამართლო დავის გამო, მკვლევარები ბაგრატიონთა ორივე შტოს აკრიტიკებენ. ფილოლოგი, მანანა სოტკილავა კი არ გამორიცხავს, რომ სამეფო გვარის შთამომავალთა შორის დავა ბიზნესინტერესებს უკავშირდება.
სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ არის ჩანიშნული. ცნობილია, რომ სხდომას არ დაესწრება ბაგრატიონ-გრუზისნკების ყოფილი სიძე დავით ბაგრატიონ-მუხრანელი. მოსარჩელე მხარეს ხვალ დავით ბაგრატიონის ყოფილი მეუღლე ანა ბაგრატიონი წარმოადგენს.