19 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
"არგუმენტი, თუ თალაკვაძის ბინა გაქურდეს, ჩვენ რაღა გვეშველება, ნაწილობრივ შეიძლება, გასაზიარებელი იყოს" - მამუკა მდინარაძე

გაზრდილი კრიმინალის გამო ოპოზიცია ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, მმართველი გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით კმაყოფილია.

ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკის საფუძველი ერთ-ერთი საფუძველი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, ბინის ძარცვაც გახდა.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნაში არსებულ ვერც ერთ გამოწვევას ვერ პასუხობს და ივანიშვილის გუნდმა მთავრობა რაც შეიძლება, მალე უნდა დატოვოს.

ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა.

დეპუტატის თქმით, ყოფითი დანაშაულის მსხვერპლი შეიძლება, ნებისმიერი მოქალაქე გახდეს, თუმცა, მისი თქმით, საქმე დროულად უნდა გამოიძიოს პოლიციამ.

„ასეთი ყოფითი დანაშაულის მსხვერპლი შეიძლება, ყველა გავხდეთ. ასე რომ, მთავარი არის ის, რომ პოლიციამ იმოქმედოს, შესაბამისი შედეგები დადგეს. მე არ მგონია, რომ ვინმეს ბინა მეტად ან ნაკლებად უნდა იყოს დაცული, ვიდრე ვინმეს სხვისი,“ - განაცხადა ხულორდავამ.

 შსს-ს ეფექტურ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას კიდევ ერთი დეპუტატი, მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაულები შემცირებულია, თუმცა, რაღაც კატეგორიის დანაშაულზე ზრდა ფიქსირდება.

მდინარაძე მამუკა-ის სურათის შედეგი„არგუმენტი, რომ, თუ თალაკვაძის ბინა გაქურდეს, ჩვენ რაღა გვეშველება, ნაწილობრივ მართლაც, შეიძლება, გასაზიარებელი იყოს, მაგრამ, როდესაც საქმე იხსნება რამდენიმე საათში ისევე, როგორც სხვა უამრავი საქმე და აქ, როგორც ჩემთვის ცნობილია, არ იყო ცნობილი იმისთვის, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, სავარაუდოდ, ვისი ბინა იყო ის. აქედან გამომდინარე, რამე მნიშვნელობა არ ექნებოდა იმისთვის, თალაკვაძის ბინა იქნებოდა თუ პავლიაშვილის. ზოგადად, კრიმინალზე შემიძლია გითხრათ, რომ არის რაღაც კატეგორიის დანაშაულზე ზრდა, მაგრამ განსაკურებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულების შემთხვევები არის შემცირებული,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, გაქურდეს. ამის შესახებ კურიერს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. ფაქტი ნუცუბიძის პლატოზე მოხდა. მძარცველები მე-12 კორპუსის მესამე სართულზე მდებარე თალაკვაძის საცხოვრებელ სახლში ვერანდიდან შევიდნენ და სეიფი მოიპარეს. სეიფში თალაკვაძე ფულს და იარაღს ინახავდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები