09 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
„ზუსტი სქემები უნდა დავსახოთ, თუ როგორ გავუადვილოთ უკრაინელ ხალხს ცხოვრება,” - მიხეილ სააკაშვილი ოდესაში

მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში უკრაინის საზღვაო გადამზიდავთა გაერთიანებამ მიიწვია.

უკრაინელმა ბიზნესმენებმა, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია "არა სატრანსპორტო კორუფციას," სააკაშვილს თხოვნით მიმართეს - დაეხმაროს, რათა ოდესის პორტში აღმოიფხვრას კორუფცია და ადგილობრივ საბაჟო სისტემაში ქართული მოდელის მიხედვით გატარდეს რეფორმა.

უკრაინელ გადამზიდავთა პრობლემებს, სააკაშვილთან ერთად, უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გია გეწაძეც გაეცნო.

დღის ამბები