19 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
გამოცდებმა მიგვიყვანა იმასთან, რომ მივიღეთ მასიური გადინება სკოლიდან - მიხეილ ბატიაშვილი

„ახლაც მხოლოდ გამოცდებზე ვსაუბრობთ. როდესაც ძირითადი აქცენტი გადასატანია იმაზე, რა შევცალოთ სკოლაში,“- ეს განცხადება განათლების მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს, თითქმის, ცარიელ სხდომათა დარბაზში გააკეთა. მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი უსმენს.

განათლების მინისტრმა გამოცდების გაუქმების საკითხზე ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ბოლო ორი წელია, მოსწავლეები აქცენტს მხოლოდ გამოცდებზე აკეთებდნენ და სკოლები ცარიელდებოდა.

Image may contain: 2 people, suit„წლების განმავლობაში განათლების მიმართულებით, როდესაც ხარისხზე ვლაპარაკობთ, გამოცდების გარდა, არაფერზე საუბარი არ არის. ახლაც მხოლოდ გამოცდებზე ვსაუბრობთ. როდესაც ძირითადი აქცენტი გადასატანია იმაზე, რა შევცალოთ სკოლაში. გამოცდა არის იმის შედეგი, რასაც ვაღწევთ სკოლაში. დღეს ამ გამოცდებმა მიგვიყვანა იმასთან, რომ ბოლო ორი წელიწადი მივიღეთ მასიური გადინება სკოლიდან და ბოლო ორი წლის ორიენტაცია მხოლოდ გამოცდებისკენ,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების მინისტრმა ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა, როგორ უნდა გადაწყვიტოს სკოლამ თავად, გამოცდა ექნება თუ არა.  

დაკავშირებული სურათი„აქცენტი ბოლო კლასებში გადავიდა გამოცდის ჩაბარებაზე და რა სასწავლო პროცესზე, რამაც დაასუსტა სკოლა როგორც ინსტიტუცია და სკოლამ ვეღარ შეძლო მისი მთავარი ფუნქციის - გამართული სასწავლო პროცესის წარმართვა. ეს არის ის მიზეზები, რაც არ უნდა უცნაური იყოს, დასკვნა, რომელიც თქვენ გამოიტანეთ, არის ის, რომ გამოცდები აღარ უნდა ტარდებოდეს. რას ნიშნავს, რომ სკოლა იღებს გადაწყვეტილებას, ამიხსენით. ანუ, ერთი სკოლა გადაწყვეტს, რომ 20 გამოცდა ექნება და მეორე უტყვის, რომ საერთოდ არ მექნება გამოცდა,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა.

ბატიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში "ევროპული საქართველოს" მოთხოვნით მივიდა. სესიაზე შეკრებილი დეპუტატების უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.

მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი გუგული მაღრაძე ესწრებიან.

სხდომათა დარბაზში იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელიაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები