28 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
განგაში ბათუმის სასტუმრო "შერატონში" - სამორინეში რამდენიმე საათის განმავლობაში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ

ბათუმში სასტუმრო "შერატონში" გვიან ღამით განგაში გამოცხადდა. სამორინეში რამდენიმე საათის განმავლობაში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ. მენეჯერის ინფორმაციით, 112-ში ანონიმური ზარი შევიდა, რომ სამორინეში "მშვიდობა" ასაფეთქებელ ნივთიერება იყო დამონტაჟებული. შენობიდან ყველა სტუმარი და თანამშრომელი გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სახანძრო ბრიგადები. შენობაში კი გამნაღმველები მუშაობდნენ.

მენეჯერი შოთა ამირანაშვილი ვარაუდობს, რომ ცრუ შეტყობინება კონკურენტებმა ან განაწყენებულმა მოთამაშემ გააკეთა.

დღის ამბები