მეუფე გერასიმე არ თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩასვლა სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. სასულიერო პირი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი პირობა, რომ ის ტაძრისათვის და ასევე ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მშენებლობისთვის რეგიონს მილიონებს შეწირავს , წინასაარჩევნო დაპირება არ ყოფილა.
"თქვენც შეგიძლიათ შემოწირულობა გააკეთოთ და ნებისმიერ ადამიანს,"-განაცხადა მეუფე გერასიმემ.
გუშინ ივანიშვილი სოფელ ხიბულაში ჩავიდა, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა.
ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსებს გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მშენებლობას, სოფელში გაზის და წყლის გაყვანას, ააშენებს ბაღს და დააგებს გზებს.