დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ ყველა მიკროავტობუსს, ეტაპობრივად ქიმიური წმენდა ჩაუტარდება, მოხდება დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვლება. კომპანიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც მგზავრთა კომფორტულად გადაადგილებას უკავშირდება.