17 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ელჩები, საგარეო უწყების, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები გუდაურში-ტურნირი დიპსქაი 2019 დასრულდა

დიპლომატების შეჯიბრი გუდაურში დასრულდა. "დიპსქი 2019" -ში ელჩები, საგარეო უწყების, მინისტრთა კაბინეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ისინი ერთმანეთს თხილამურებით სრიალში ეჯიბრებოდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით საქართველოს აქვს უნიკალური სამთო-სათხილამურო კურორტები და მსგავსი შეჯიბრებები მათ პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.

„ეს არის ადგილი რომელიც ხდება ძალიან პოპულარული ჩვენს უცხოელ პარტნიორებს შორის ამიტომ ელჩების ჩართულობა, დიპკორპუსის ხშირი  მონაწილეობა მსგავსი ტიპის ტურნირებში ხელს უწყობს ჩვენი ულამაზესი კურორტის პოპულარიზაციას,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები