სოფელ მეორე სვირში მცხოვრები მეორე ჯგუფის ინვალიდი ლეილა ბარათელი ერთი წელია სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს. დახმარება ბარათელს ხელფასის აღების გამო შეუწყვიტეს, თუმცა ხელფასი ქალბატონმა მხოლოდ 3-ჯერ აიღო, ღვინის ქარხანაში სეზონურად იმუშავა და 2 თვის მერე სამსახური დაკარგა. შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, უჭირს გადაადგილებაც და შრომისუუნარო გახდა, რის გამოც მშობლების დანატოვარ მიწის ნაკვეთსაც ვერ ამუშავებს. ლეილა ბარათელი მეორე ჯგუფის ინვალიდია, ამის გამო პენია თვეში 120 ლარი აქვს. საიდანაც მას მხოლოდ 70 ლარი რჩება, დანარჩენი სესხს მიაქვს. ლეილა ბარათელის ყოველდღიური რაციონი ტყემალი და პურია.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.