17 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
არჩევნების შედეგები, რომელიც "ოცნებამ" არაშენდას არ აპატია - სოფელში არც წყალია, არც გაზი და არც გზა

მძიმე პრობლემები  არაშენდაში - სოფელს არ აქვს წყალი, გაზი და გზა. ადგილობრივი ხელისუფლება კი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად არაფერს აკეთებს. არაშენდელებს საბავშო ბაღის აშენებას წლებია ჰპირდებიან, მაგრამ არავინ უშენებს, ამის გამო სოფლის პატარებს სკოლამდელი აღზრდის მიღება სახლში უწევთ.

არაშენდაში პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას ჩატარებულ საპრეზიდენტო  უკავშირებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი ის არის, რომ ისინი ოპოზიციას უჭერენ მხარს, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში აქ გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. ადგილობრივებს სჯერათ, რომ მმართველმა პარტიამ მათ სწორედ ოპოზიციური ლიდერის მხარდაჭერა ვერ აპატია.

მიზანმიმართულ პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობენ ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლებიც.

გორის მერიაში კი ამბობენ, რომ არაშენდას პრობლემების გადაჭრას მომავალში აპირებენ. მუნიციპალიტეტში პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავენ.

ავტორი: ნანიკო სისვაძე.

დღის ამბები