17 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
12 ლარიან შამპანურში გადახდილი 5000 ლარი-ეგვიპტელ ტურისტს სტრიპტიზკლუბში გოგონებთან გართობის კადრების გასაჯაროებით დაემუქრნენ

12 ლარიან შამპანურში გადახდილი 5000 ლარი - ტურისტი ეგვიპტიდან ამბობს, რომ ის მოტყუებულად, დამცირებულად და გაძარცვულად გრძნობს თავს.

ყველაფერი კი უწყინარი გართობით დაიწყო. აჰმედ სობჰი დუბაიში მუშაობს, მან შვებულება აიღო და 8 მარტს ორი კვირით საქართველოში ჩამოვიდა. აჰმედ სობჰი ჰყვება, რომ ის კლუბ როუზში შევიდა. ბანერზე ღამის კლუბი აწერია, მხოლოდ შიგნით შესულმა აღმოაჩინა რომ სტრიპტიზ ბარი იყო.

მისი თქმით მან შესვლისას 50 ლარი ბარათით გადაიხადა და შეამჩნია, რომ მის პინ კოდს თავს ადევნებდნენ. აჰმედ სობჰის თქმით სცენაზე 5 გოგო ცეკვავდა, რომლებიც მასთან  მივიდნენ და საცეკვაოდ გაიწვიეს. მათვე ტურისტს სთხოვეს, რომ სასმელი ეყიდათ. მენიუ არ მოუტანიათ, აჰმედს მარტო ის უთხრეს რომ შამპანური 20 ლარი ღირდა. ის ამბობს, რომ სამი ბოთლი შეუკვეთა და გოგონებთან ცეკვა განაგრძო რომელთაგანაც ერთ-ერთმა მკერდი გაიშიშვლა.

აჰმედმა კლუბში როგორც თვითონ ამბობს 1 საათი დაყო, რის შემდეგაც მას 3900 ლარიანი ანგარიში მიუტანეს, რომელსაც 1000 ლარიანი დღგ ემატებოდა.

აჰმედის მტკიცებით, მხოლოდ შემდეგ აჩვენეს მენიუ სადაც ეწერა, რომ ის ცქრიალა ღვინო შაბო 1300 ლარი ღირდა. გადახდაზე უარი განაცხადა, ამიტომ სხვა ოთახში გაიყვანეს. მისივე თქმით მას ემუქრებოდნენ, ამცირებდნენ. ამასთან აჩვენეს ვიდეო სადაც ის სტიპტიზის მოცეკვავე ერთ-ერთ გოგონას ეცეკვება და დაემუქრნენ რომ ვიდეოს სოციალურ ქსელში განათავსებდნენ.

ყვება, რომ ბოლოს 500 ლარის გადახდაზე დათანხმდა, თუმცა მისი ბარათის კოდი დამახსოვრებული ჰქონდათ და თანხა კლუბის თანამშრომლებმა მოხსნეს.

კლუბში აჰმედის ბრალდებებს უარყოფენ. ამბობენ, რომ მენიუ მაგიდაზე დევს და მას შეეძლო შამპანურის ფასი ენახა.  კლუბის ვერსიით, აჰმედმა საკუთარი ნებით გადაიხადა და მას შემდეგ გაბრაზდა რაც გოგონამ გაყოლაზე უარი უთხრა.

მომხდარზე გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები