03 მაისი 2024,   16:25
ვრცლად
"ჩემი მიზანია სიმართლის დამტკიცება" - ანა ბაგრატიონმა სამართალდამცავებს ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე ინფორმაცია მიაწოდა

შვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ თბილისის სამმართველო დატოვა. 

ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ტერორი და თავისუფლების უკანონო აღკვეთა - ანა ბაგრატიონ გრუზინსკიმ  ჩვენება მოძალადე ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ მისცა.

დედოფალი მეფეს თანაცხოვრების პერიოდში მასზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებს.

სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში, სადაც დეტალურად არის აღწერილი დაზიანებები, რომელიც ბაგრატიონ გრუზინსკის აქვს მიღებული, 2014 წლით არის დათარიღებული, რის გამოც, დავით ბაგრატიონ მუხრანელის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საქმე ხანდაზმულობის გამო უნდა შეწყდეს, თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ანას ადვოკატები აცხადებენ, რომ ინციდენტს, როდესაც დავით ბაგრატიონ მუხრანელი ანას ბაგრატიონ გრუზინსკის ფიზიკურად გაუსწორდა, მათი მცირეწლოვანი შვილი -  გიორგი, ესწრებოდა, რაც განსაკუთრებული გარემოებაა.

როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა ანა ბაგრატიონმა განაცხადა მისი მიზანი დავით ბაგრატიონის პასუხისგებაში მიცემა არ არის.

„ეს ჩემი მიზანი არ არის, ეს დოკუმენტი სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზა საქმეში იყო. უბრალოდ, ერთ-ერთ საქმეში ჩადებული იყო და სიტუაციამ ამოატივტივა. ჩემი მიზანია სიმართლის დამტკიცება," - განაცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ. 

დღის ამბები