09 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ბრიტანეთთან ან მის გარეშე - შოტლანდიაში რეფერენდუმი იწყება

შოტლანდიაში ისტორიული რეფერენდუმი დაიწყება, რომელმაც ქვეყნის დამოუკდიებლობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. მასში მონაწილეობისთვის ელექტორატის 97% ანუ 4 მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. დღის ბოლოს რეფერენდუმთან დაკავშირებით ბოლო კომენტარი ბრიტანეთის პრემიერმა ჰემფშიარში სამხედრო ფლოტის მონახულებისას გააკეთა. მას იმედი აქვს, რომ შოტლანდიელებამ იციან იმ დადებითი მხარეების შესახებ რაც გაერთიანებაში დარჩენით ექნებათ. დიდი ბრიტანეთის ერთიანობის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების თეთრმა სახლმაც. ვაშინგტონმა იმედი გამოთქვა, რომ გაერთიანება ისევ ძლიერი იქნება

დღის ამბები