09 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
"რუსეთის იზოლირება შეუძლებელია," - პუტინი

„რუსეთის იზოლირება შეუძლებელია, ხოლო დასავლეთის სანქციები ვითარებას ართულებს,“ - ასეთი განცხადება ვლადიმერ პუტინმა სერბულ გაზეთ "პოლიტიკასთან" ინტერვიუში გააკეთა.

პუტინმა ბარაკ ობამას ბოლოდროინდელი გამოსვლებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს.

მან ევროპის გაზით მომარაგებაზეც ილაპარაკა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გაზის ევროპაში ექსპორტს მთავარ დაბრკოლებას უკრაინის ტერიტორიას უქმნის. ამიტომ ის დასავლეთს მარშრუტის შეცვლას და დივერსიფიკაციას ურჩევს. 

დღის ამბები