09 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ჩაკ ჰეიგელის მიმართვა არმიას

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ამერიკელ სამხედროებს მოუწოდებს, მზად იყვნენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან საქმის დასაჭერად.

განცხადება ამის შესახებ ჩაკ ჰეიგელმა არმიის ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე გააკეთა.

"ტერორისტებისა და მებრძოლებისგან მომდინარე საფრთხე ხანგრძლივად შენარჩუნდება, მაგრამ, ჩვენ ასევე მოგვიწევს, საქმე გვქონდეს რევიზიონისტ რუსეთთანაც, რომელიც თავისი თანამედროვე და ბრძოლისუნარიანი არმიით ნატოს ზღურბლზე დგას,“ - განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, არავინ იცის, რა გამოწვევები ელოდება ქვეყანას 100 ან თუნდაც 10 წლის შემდეგ, ამიტომ არმია მუდმივად მზად უნდა იყოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.

დღის ამბები