09 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ამერიკამ შესაძლოა უკრაინას იარაღი მისცეს - ახალი კანონპროექტი სენატში

შეერთებული შტატების სენატში ახალი კანონროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისთვის იარაღით დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების მიღებას გულისხმობს. საკანონმდებლო აქტი პირველ კენჭისყრაზე დღეს გადის. დღესვე ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტს იწყებს უკრაინის პრეზიდენტი. პეტრე პოროშენკო ბარაკ ობამას, ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ამერიკელ კანონმდებლებსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდება. უკრაინის აღმოსავლეთში კი სროლის ხმა პერიოდულად ისევ ისმის. გუშინ დონეცკის აეროპორტის საარტილერიო სროლებში უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დაზვერვის სპეც რაზმი მონაწილეობდა, რაზეც მებრძოლების შეიარაღება მოწმობდა. გუშინდელ იერიშებს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები